სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ
საქართველო იმ 38 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს. თემაზე სოციალურ ქსელში დაწერა ბორის ჯონსონმა „38-მა ქვეყანამ სასამართლოს ისტორიაში ყველაზე დიდი სარჩელით მიმართა. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ პუტინი ვერ ჩაიდენს ამ საზარელ ქმედებებს დაუსჯელად“ აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
