შეერთებული შტატები, მოქალაქეების უკრაინაში საბრძოლველად ჩასვლის მომხრე არ არის
განცხადება, სპეციალურ ბრიფინგზე ამერიკის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის სხვა გზებიც არსებობს, ყველაზე ეფექტიანი გზა კი იმ ორგანიზაციების მხარდაჭერაა, რომლებიც უკრაინაში ჰუმანიტარულ მისიებს ახორციელებენ.
