ესპანეთის საფეხბურთო კლუბი „ვალენსია“, სადაც გიორგი მამარდაშვილი თამაშობს, ქვეყნის სამეფო თასის ფინალში გავიდა
მამარდაშვილმა და მისმა თანაგუნდელებმა გუშინ „ბილბაო“ 1-0 დაამარცხეს, ქართველმა მეკარემ კი 90 წუთი ითამაშა და გუნდი გოლის გაშვებას რამდენჯერმე გადაარჩინა.
