ომის დაწყებიდან მერვე დღე - რა ვითარებაა უკრაინაში
რუსეთი, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავს. კიევსა და ხარკოვზე სარაკეტო დარტყმები მთელი ღამის განმავლობაში ხორციელდებოდა. ხარკოვში აფეთქებებს ორი ბავშვი ემსხვერპლა. მსოფლიო, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკების მეორე რაუნდს ელოდება, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, თუმცა მოლაპარაკების ადგილი და დრო ამ დრომდე გაურკვეველია.
