კიევისთვის ბრძოლა გრძელდება
კიევისთვის ბრძოლა გრძელდება. საოკუპაციო ძალები დედაქალაქს სამი მიმართულებიდან უტევენ, ვტრცელდება ინფორმაცია, რომ დაახლოებით 60 კილომეტრიანი კოლონა კიევიდან ჩრდილოეთით, 30 კილომეტრში დგას. მასირებულად იბომბება კიევის ოლქის დასახლებული პუნქტები. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, სადაზვერვო მონაცემები გამოაქვეყნა. ბრიტანული თავდაცვის რუკის მიხედვით, საარტირელიო და ავიადარტყმებით მასობრივად იბომბებოდა ხარკოვი, კიევი, მარიუპოლი და ჩერნიგოვი. ნიკოლაევსკში რუსებმა ვერტმფრენებით დესანტი გადასხეს. ბრძოლებია ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს. რუსეთ-უკრაინის დიალოგის მეორე რაუნდი დღეს უნდა შედგეს. ადგილი და დრო უსაფრთხოების გათვალისწინებით, ამ დრომდე უცნობია.
