კიევში აფეთქებებია
კიევში აფეთქებებია. საავადმყოფოები საგანგებო რეჟიმზე მუშაობენ. რუსულმა ჯარმა უკრაინაში იერიში ჩერნიგოვის რაიონულ საავადმყოფოზე მიიტანა. მოლაპარაკების მეორე რაუნდისთვის რუსული დელეგაცია დღეს საღამოს ბელარუსის საზღვართან ჩავა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკების მეორე რაუნდი ამ საღამოსვე უნდა გაიმართოს. ორივე მხარის დელეგაციის შემადგენლობა უცვლელია.
