უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, რუსული აგრესიის წინააღმდეგ თბილისში აქციები გრძელდება
უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, რუსული აგრესიის წინააღმდეგ თბილისში აქციები გრძელდება. პარლამენტის შენობასთან შეკრება დღესაც დადგემილია. დილიდან პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გუშინდელ აქციაზე გაკეტებული განცხადება მოხვდა, როდესაც მან, აქციის მონაწილეებს მიმართა და უთხრა, რომ პარლამენტის შენობა არის თქვენი , ამ შენობაში უნდა შეხვიდეთ თქვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები. განცხადებაზე დილიდან შეფასებები კეთდება. ოპოზიციიის ერთი ნაწილისთვის ჯაფარიძის სიტყვები გაუგებარია, მეორე ნაწილი კი აქცენტს, სიტყვის თავისუფლებაზე აკეთებს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება, მოღალატეობრივი და ანტისახელმწიფოებრივია.
