საქართველოს ევროინტეგრაცია - რეზოლუციის პროექტი
საქართველო არის ის ასოცირებული ქვეყანა, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, ეს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია. პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რეზოლუციის პროექტზე მუშაობას იწყებს. ბიუროზე რეზოლუციის პროექტი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. მაკა ბოჭორიშვილი განმარტავს, რომ რეზოლუციის პროექტი არის კიდევ ერთი განაცხადი, იმასტან დაკავშირებით, რომ დაჩქარდეს პროცესი, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს.
