ხელოვანები სხვადასხვა ფორმით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანდებიან
კინოს, მუსიკისა და მოდის სამყარო, მწერლები, თეატრები და მსოფლიოს წამყვანი კინოკომპანიები უკრაინელ ხალხს თანადგომას უცხადებენ. ჩვენებებით, მუსიკალური პერფორმანსებითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოხატული სოლიდარობა დღითიდღე მასშტაბურ ხასიათს იძენს. „მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს“ - ხელოვანები სხვადასხვა ფორმით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
