ბორის ჯონსონის განცხადება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა აქტიურ მხარდაჭერას არ უწევს ბრიტანელ მოხალისეებს, რომლებსაც უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ. „ მესმის იმ ადამიანების გრძნობები, რომლებიც ემოციურად არიან ჩართულნი ამ კონფლიქტში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კანონები საერთაშორისო კონფლიქტების შესახებ და როგორ უნდა წარიმართოს ის. „ განაცხადა ჯონსონმა.
