წინააღმდეგობის მეშვიდე დღე
წინააღმდეგობის მეშვიდე დღე. უკრაინა კიევსა და დიდ ქალაქებზე კონტროლს ინარჩუნებს. რუსული ძალები მთელი ღამის განმავლობაში კიევის ოლქს, ხარკოვსა და ჟიტომირს ბომბავდნენ, არის მსხვერპლი დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ამ დროისათვის რუსული დესანტი ხარკოვის დაკავებას ცდილობს. ქალაქში შეტაკებები გრძელდება. კიევი მოსკოვს ომის დანაშაულში სდებს ბრალს . ცნობილია, რომ უკრაინის სარჩელს ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 7-8 მარტს განიხილავს.
