კინოს, მუსიკისა და მოდის სამყარო, მწერლები, თეატრები და მსოფლიოს წამყვანი კინოკომპანიები უკრაინელ ხალხს თანადგომას უცხადებენ
ჩვენებებით, მუსიკალური პერფორმანსებითა და ფინანსური მხარდაჭერით გამოხატული სოლიდარობა დღითიდღე მასშტაბურ ხასიათს იძენს. „მშვიდობამ უნდა გაიმარჯვოს“ - ხელოვანები სხვადასხვა ფორმით რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანდებიან.
