ევროპელი დიპლომატების პროტესტი
ჟენევაში გაეროს განიარაღების კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვიდეომიმართვისას ევროპელმა დიპლომატებმა პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვეს. ვიდეოში ჩანს, როგორ ტოვებს ათობით დიპლომატი დარბაზს მაშინ, როდესაც ლავროვის სიტყვით გამოსვლა იწყება.
