უკრაინამ საქართველოდან საკუთარი ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოდან საკუთარ ელჩს კონსულტაციებისთვის იწვევს, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ბრიფინგზე განაცხადა. „სასწრაფოდ გამოვიწვევთ ელჩს საქართველოდან იმ მოხალისეებისთვის ბარიერის შექმნის გამო, რომლებსაც სურთ დაგვეხმარონ, ასევე სანქციების მიმართ ამორალური პოზიციისთვის“, - განაცხადა მან. საქართველოს გარდა, უკრაინამ, კონსულტაციებისთვის, გაიწვია ყირგიზეთში უკრაინის ელჩი.
