მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდა
მიხეილ სააკაშვილს თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდა. პატიმარმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებს გამოეხმაურა, აღნიშნა, რომ ასეთი ამაყი არასდროს ყოფილა და საქართველოში სწორ დროს ჩამოვიდა. უთავმოყვარეო ჯაყო და ქვეყნის მტერი - ასე აფასებს თამარ ჩერგოლეიშვილი, სააკაშვილის განცხადებას. წერს, რომ სააკაშვილი ყველაფერს ხელს უშლის, თუ თვითონ არაა პირველი.
