რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება მოლდოვა
რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება მოლდოვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ქვეყანა ნეიტრალიტეტის პოზიციას ირჩევს, რასაც ეკონომიკური მოსაზრებებით ხსნიან. ოფიციალური განმარტებით, 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ შეუერთდებოდნენ ევროკავშირისა თუ შეერთებული შტატების სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ახლაც ამ პოზიციაზე რჩებიან.
