გაეროში საქართველოს წარმომადგენლის მიმართვა
რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ ყველასთვის გამოსაფხიზლებელი სიგნალი უნდა ყოფილიყო - განცხადება გაეროში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა. კახა იმნაძე სიტყვით საგანგებო სესიაზე გამოვიდა. საქართველო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიიდან.
