რუსეთ-უკრაინის ომის მეექვსე დღე - რა ვითარებაა უკრაინაში
ომის დაწყებიდან მე-6 დღეს რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე შეტევას. დილიდან განგაში იყო ვინიცასა და ჩერკასში. რუსი სამხედროები გადაადგილდებიან ხესრონის ქუჩებში. ღამით ახტირკაში, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში სამხედრო ნაწილზე მიიტანეს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაიცვალა 70 უკრაინელი ჯარისკაცი. მსოფლიოში არავინ გაპატიებთ მშვიდობიანი უკრაინელი ხალხის მკვლელობას - ეს ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციაა.
