ხარკოვი რუსული გრადების ქვეშ
ხარკოვი რუსული გრადების ქვეშ. ოკუპანტი მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის. დაღუპულთა შესახებ ზუსტი მონაცემები არ ვრცელდება, თუმცა წინასწარი ინფორმაციით გარდაცვლილია ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი აკრძალულ იარაღს, ყველაზე მძლავრ არაბირთვულ, ვაკუუმის ბომბებს იყენებს. მიუხედავად ბრუტალური შეტევისა, უკრაინის დამცველები მტერს დიდ წინააღმდეგობას უწევენ. რუსულ მხარეს დანაკარგი დიდია. უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას სპეციალური პროცედურით ითხოვს.
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
