უკრაინა ომში - ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის
უკრაინა ომში - ბრძოლა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის - მეხუთე დღეა უკრაინელები რუსეთის აგრესიას იგერიებენ. კიევის-სუმის-ხარკოვის-ზაპოროჟიეს-ხერსონის ოლქები. ეს საოკუპაციო ძალების შეტევის მთავარი მიმართულებებია. თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა ვერცერთი საოლქო ცენტრის აღება ამ დრომდე ვერ შეძლო. რუსეთის შეჭრიდან ამ დღემდე რუსულ იარაღს 352 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა, მათ შორის 16 ბავშვია
