თავდაცვის მინისტრების საგანგებო სხდომა ევროკავშირში
თავდაცვის მინისტრების საგანგებო სხდომა ევროკავშირში. ევროკავშირი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ საომარ მოქმედებებს ევროპისთვის გარდამტეხს უწოდებს და ამბობს, რომ უკრაინელი ხალხი საკუთარ მიწაზე ევროპული ღირებულებების დასაცავად იბრძვის. ორგანიზაცია მზადაა ისეთი მექანიზმები აამოქმედოს პარტნიორი ქვეყნის დასახმარებლად, რისთვისაც აქამდე არასდროს მიუმართავს და ასოცირებულ ქვეყანას მხარში დაუდგეს. უკრაინა ევროკავშირიდან 450 მილიონი ევროს ღირებულების იარაღს მიიღებს. კომისიაში ჰუმანიტარულ კრიზისზეც და მასთან გასამკლავებლად ეფექტიან ზომებზეც მსჯელობენ. ევროკავშირის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ომის შედეგების გავლენა უკრაინაზე და ევროპაზე უმძიმესი იქნება
