უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება პრემიერ მინისტრმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან განიხილა
უკრაინასა და რეგიონში არსებული ვითარება პრემიერ მინისტრმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან განიხილა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლივერ ვარჰეიმ იმსჯელეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პესპექტივაზე. სატელეფონო კომუნიკაციის შესახებ მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ ტვიტერში „ წერს. პრემიერთან სატელფონო კომუნიკაციის შესახებ ტვიტერში წერს ოლივერ ვარჰეიც. ევროკომისარი აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან საუბრისას საქართველოსა და რეგიონზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესაძლო გავლენები განიხილა. ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი საჭირო დახმარების აღმოსაჩენად მზად არის და საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმდა, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან.
