ოპოზიცია ხელისუფლებას, უკრაინასთან მიმართებაში არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს
ოპოზიცია ხელისუფლებას, უკრაინასთან მიმართებაში არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის გზავნილებს იმეორებს. ოპოზიციონერი დეპუტატების საპასუხოდ, ნიკოლოზ სამხარაძე მათ მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრებს ახსენებს, სადაც მმართველი გუნდის ინიციატივით, უკრაინის მხარდამჭერი, არაერთი რეზოლუცია მიიღეს და რომლებშიც, ქართულ ოპოზიციას, მონაწილეობა არ მიუღია. სამხარაძე, ხელისუფლების ოპონენტებს ბრალს, პოლიტიკურ დემაგოგიაში სდებს.
