უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები უკვე ორი საათია რაც დაიწყო
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები უკვე ორი საათია რაც დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია, პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება მოლაპარაკებათა პროცესი. შეხვედრა ბელარუსის წარმომადგენელმა გახსნა. მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის წევრების ვინაობა ცნობილია. მასში შედიან: ფრაქცია ,,ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრეჩეველი, სახალხო დეპუტატი რუსტემ მეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დელეგაციას ხელმძღვანელობს ანდრეი კოსტინი. ზელენსკის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლაპარაკების საკვანძო თემა იქნება ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტა და რუსული ჯარის უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანა.
