უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების საკვანძო საკითხები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაა
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების საკვანძო საკითხები ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანაა. მოსალაპარაკებლად მხარეები უკრაინა-ბელარუსის სასაზღვრო პერიმეტრზე მდინარე პრიპიატთან უკვე ჩავიდნენ. უკრაინული დელეგაციის შემადგენლობა ცნობილიაა , რუსული მხარე კი ინფორმაციას ამ დრომდე არ ასაჯაროებს. უკრაინის მასშტაბით კი საომარი მოქმედებები გრძელდება „უნიანის“ ინფორმაციით, დონეცკის ოლქში ყველაზე ცხელ წერტილად ამ დრომდე მარიუპოლი და ვოლნოვახა რჩება. რთული ვითარებაა ხარკოვშიც, სადაც კვლავ საჰაერო განგაშია.
