საქართველოს პრეზიდენტი აქტიურ კომუნიკაციაშია ევროპელ ლიდერებთან
საქართველოს პრეზიდენტი აქტიურ კომუნიკაციაშია ევროპელ ლიდერებთან. რუსული აგრესია, უკრაინაზე თავდასხმა და საქართველოს მხარდაჭერა განხილვის მთავარი თემებია. „ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა გერმანიის პრეზიდენტთან, ხაზი გავუსვი სრულიად ევროკავშირის ერთობისა და გერმანიის მიერ რუსული აგრესიის წინაშე მყოფი უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის ისტორიულ მნიშვნელობას. საქართველოსადმი ევროპული მხარდაჭერის ზრდა ისე დროულია, როგორც არასდროს“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. პრეზიდენტი ასევე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრსაც ესაუბრა ,მთავარი საკითხები უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერა და უკრაინისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივები იყო.
