ჰუმანიტარული დახმარებისთვის, უკრაინის საელჩო საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის
ჰუმანიტარული დახმარებისთვის, უკრაინის საელჩო საქართველოს მთავრობას მადლობას უხდის. შესაბამისი განცხადება დიპლომატიური წარმომადგენლობის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა. „ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ამ რთულ დროს არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც გეხმარება. დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!“ - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
