საქართველომ უკრაინას 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა
საქართველომ უკრაინას 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაუგზავნა. ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, 30-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს, ჟანგბადის კონცენტრატორებს და ჰუმანიტარული დახმარების სხვა საგნებს მოიცავს. გარდა ამისა, საქართველო უკრაინას სისხლის გარკვეული მარაგით ეხმარება. საქართველოდან გაგზავნილ ჰუმანიტარულ დახმარებას, უკრაინა პოლონეთის გავლით მიიღებს. ტვირთი უკრაინაში მთავრობის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით გაიგზავნა.
