სპორტული სამყარო პუტინის წინააღმდეგ
უკრაინაში საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს სპორტული სამყარო გაერთიანდა. "უეფამ" ვლადიმერ პუტინის მშობლიურ ქალაქს, სანქტ-პეტერბურგს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. გაუქმდა მოსკოვში გასამართავი სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრება სპორტის რამდენიმე სახეობაში. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, წინ კიდევ უფრო მძიმე სანქციებია მოსალოდნელი.
