ეპიდვითარება საქართველოში
ქვეყანაში ეპიდვითარება ყოველდღიურად სტაბილური ხდება, თუმცა სპეციალისტები საყურადღებო ტენდენციაზე მიანიშნებენ. სტატისტიკურ მონაცემებში რიცხვების ყოველდღიურ კლებასათან ერთად, იკლებს გაკეთებული ტესტების რაოდენობაც. შესაბამისად, დღეს ქვეყანაში იმაზე მეტი ინფიცირებულია, ვიდრე ოფიციალური მონაცემები არსებობს. ამ ფონზე მნიშვნელოვნად შემცირებულია იმუნიზაციის პროცესი და პირაბდის ტარება.
