საქართველო სანქციებს არ უერთდება
სოლიდარობა უკრაინას. პრემიერი აცხადებს, რომ ხელისუფლება მეგობარი ქვეყნის მხარდასაჭერად ყველა ფორმატს აქტიურად იყენებს და გამოიყენებს. ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ეროვნული და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს. ამიტომ ქვეყანა ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში არ ჩაერთვება, თუმცა, როგორც აქამდე, საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
