100 ათასი იძულებით გადაადგილებული, 200-მდე დაღუპული - ომი უკრაინაში
მხოლოდ რუმინეთმა და მხოლოდ დღეს 11 ათასი უკრაინელი მიიღო. საზღვრებზე ხალხმრავლობაა, სამხედროები კი ქვეყნის დაცვას განაგრძობენ. რამდენიმე წუთის წინ პუტინმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ძალაუფლების ხელში ჩაგდებისაკენ მოუწოდა. რუსეთი არ მალავს, რომ უკრაინის ხელისუფლების შეცვლა სურს. პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, ნეიტრალიტეტი განიხილოს და კრემლის ლიდერის პასუხს ელის. პუტინი ულტიმატუმს აყენებს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
