დავით ზალკალიანი უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციის გამო და დაადასტურა მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
