სენაკის საკრებულო ახლი პოლიტიკური მოცემულობის წინაშეა
სენაკის საკრებულო ახლი პოლიტიკური მოცემულობის წინაშეა . მას შემდეგ , რაც რაიონულმა სასამართლომ საკრებულოს მიერ 9 -ა თებერვალს მიღებული ყველა გადაწყვეტილება შეაჩერა , კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ახალადარჩეული საკრებულოს თავმჯდომარის ლეგიტიმურობის საკითხი . ამ პოსტს ირაკლი კაჭარავა იკავებს , ის გახარიას პარტიას წარმოადგენს და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ახალი მოცემულობით , რომელიც სენაკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგა, ოპოზიცია უმრავლესობას კარგავს , საკრებულოში მმართველ პარტიასა და ოპოზიციას ისევ ხმების თანაბარი რაოდენობა ექნება . არითმეტიკული გაურკვევლობა სენაკის საკრებულოში მას შემდეგ დაიწყო , რაც მმართველი გუნდის მტკიცებით, ნაციონალურმა მოძრაობამ და გახარიას პარტიამ, სხდომა კანონდარღვევით , არ არსებული კვორუმის დარღვევით ჩაატარეს.
