უკრაინის მხარდამჭერი აქცია-კონცერტი თბილისში
უკრაინის მხარდამჭერი აქცია -კონცერტი თბილისში. კულტურის სფეროს წარმომადგენლები მეგობარ სახელმწიფოს სოლიდარობას უცხადებენ. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევა განახორციელა , ნიკოლოზ რაჭველმა, ნინო ქათამაძემ და ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა, აქცია კონცერტი გამართეს. ამ ფორმით უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადეს და რუსეთის ქმედებები დაგმეს . სოლიდარობის ნიშნად უკრაინაში დაგეგმილი გასტროლი გააუქმა სუხიშვილებმა. ანსამბლი ქვეყნის დატოვებას ცდილობს .
