საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები სოციალურ ქსელში განცხადებებს ავრცელებენ
საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები სოციალურ ქსელში განცხადებებს ავრცელებენ და გმობენ რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიან სამხედრო თავდასხმას უკრაინაზე. მათი თქმით საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ . განცხადებას ავრცელებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქიც. ილია მეორე წერს, რომ თუ უკრაინაში საომარი მოქმედებები დროულად არ შეჩერდება , იგი მსოფლიო ტრაგედიად იქცევა.
