უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა
უკრაინამ სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე დახურა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. გავრცელებული ცნობით, უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენებასთან დაკავშირებით ცვლილებები მოგვიანებით გახდება ცნობილი. მანამდე ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან სამოქალაქო თვითმფრინავები „მაღალი რისკის“ ქვეშ იმყოფებიან.
