იუნკერთა ხსოვნის დღე
პრემიერ მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის ეზოში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა, ასევე დაესწრო იუნკერთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, რომელიც პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღავლინა.
