უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა, საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. გადაწყვეტილება ქვეყნის უშიშროების საბჭომ მიიღო. საგანგებო მდგომარეობის ძალაში შესვლას უკრაინის პარლამენტის ნებართვა სჭირდება.
