ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების შეხვედრა გაიმართა
ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების შეხვედრა გაიმართა, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ. კომიტეტზე უკრაინაში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ევროპარლამენტმა დაგმო რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება და გადაწყვეტილება. შეხვედრაზე მოამზადეს სპეციალური მხარდამჭერი გზავნილი, სადაც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.
