ავსტრალია მზადაა ანტარქტიდაზე სამეცნიერო კვლევებისთვის 578 მილიონი დოლარის ოდენობით თანხა გამოყოს
ავსტრალია მზადაა ანტარქტიდაზე სამეცნიერო კვლევებისთვის 578 მილიონი დოლარის ოდენობით თანხა გამოყოს. კონკრეტულად კი შეიძენს უპილოტო საფრენ აპარატებსა და ვეტრმფრენებს, ანტარქტიდაზე მობილური სადგურების განთავსების პარალელურად. პრემიერ-მინისტრ სკოტ მორისონის განცხადებით, კვლევითი პროგრამა მომავალი 10 წლის განმავლობაში განხორციელდება, რაც ავსტრალიის სტრატეგიულ და სამეცნიერო შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის იმ ფონზე, როცა ყინულოვანი კონტინენტით ჩინეთიცაა დაინტერესებული. ამჟამად ანტარქტიდაზე ავსტრალია ოთხი მუდმივმოქმედი სადგურით ოპერირებს.
