მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 427 მილიონს მიუახლოვდა
მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა ჯამური რაოდენობა 427 მილიონს მიუახლოვდა, გარდაცვლილია 6 მილიონზე მეტი ადამიანი, ხოლო 354 მილიონამდე პაციენტი გამოჯანმრთელდა. სამხრეთ კორეაში პაციენტებზე დაკვირვებით მკვლერვებმა დაასკვენს, რომ ომიკრონის შტამი დელტასთან შედარებით 76 პროცენტით ნაკლებად იწვევს მძიმე გართულებებს. თუმცა, ამის მიუხედავად მისი სწრაფი გავრცელება კვლავ შემაშფოთებელია. სწორედ, ომიკრონის შტამით გამოწვეული მეხუთე ტალღის პიკია ჰონკონგში, სადაც ტესტირებისთვის გრძელი რიგებია. ახალი კორონავირუსით ინფიცირება დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ მეორესაც დაუდასტურდა.
