საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების მინისტრს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხო. განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები. აღინიშნა, რომ საქართველოს განათლების სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის აკადემიურ წრეებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებს შორის კავშირების გამყარებას. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესწრებოდნენ.
