დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა
დღეს ჩვენი დროის გმირის, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების დღეა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს მის გარდაცვალებაში დამნაშავე ყველა პირი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ყოფილი სამხედრო 2018 წლის 22 თებერვალს ოკუპირებულ ახალგორში უკანონოდ დააკავეს. მეორე დღეს კი ის ოკუპირებულ ცხინვალში გარდაიცვალა.
