საქართველოს მხარდაჭერა უკრაინას
საქართველო უკრაინის გვერდით დგას და მხარს უჭერს მის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას. პრეზიდენტის სასახლეზე უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. რუსეთის პოლიტიკური შეჭრის მცდელობას და დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას, საქართველოს ხელისუფლების პირველი პირები აფასებენ და უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“წერს. რუსეთის პრეზიდენტის ნაბიჯი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი - წერს სალომე ზურაბიშვილი, ტვიტერის საკუთარ გვერძე. პუტინის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თბილისის მერი.
