თავდაცვის სამინისტროში, 19 თებერვალს დონეცკში დაღუპული უკრაინელი სამხედროს გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს
უკრაინის არმიისთვის დღეს ემოციური დღეა. თავდაცვის სამინისტროში, 19 თებერვალს დონეცკში დაღუპული უკრაინელი სამხედროს გამოსამშვიდობებელი ცერემონია მიმდინარეობს. კაპიტანი ანტონ სიდოროვი აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისას, რუსი საოკუპაციო ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. მას პატივს მიაგებენ თავდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ჯარისკაცები და ოჯახის წევრები. დონბასში დღეს გახსნილი ცეცხლის შედეგად კიდევ 4 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
