ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტის შესახებ მოლაპარაკება გაიმართა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის
ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ შეთანხმების პროექტის შესახებ მოლაპარაკება გაიმართა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის, რომელიც ვიდეო-კონფერენციის ფორმატში ჩატარდა. შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ინვესტიციებისა და ინვესტორების დაცვის მექანიზმებს, რაც ხელს შეუწყობს მხარეთა შორის საინვესტიციო საქმიანობის განვითარებასა და ინვესტიციების სფეროში ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.
