ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 45 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 565 769 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 422 540, გარდაიცვალა 15 933 პაციენტი.
