რუსეთის პოლიტიკური შეჭრის მცდელობას და დონესკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლოლბის აღიარებას, საქართველოს ხელისუფოლების პირველი პირები აფასებენ
რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“წერს. რუსეთის პრეზიდენმტის ნაბიჯი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმაც. საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“ – წერს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ იმოქმედოს მტკიცედ, რათა თავიდან აიცილოს ომი და დაიცვას საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები“ – ასე ეხმაურება პუტინის გადაწყვეტილებას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
