საქართველო მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“ - სალომე ზურაბიშვილის განცხადება
საქართველო მტკიცედ გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც იმეორებს იმ სცენარს, რამაც ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია გამოიწვია, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. „პრეზიდენტ ზელენსკის მივმართავ: საქართველო თქვენს გვერდით დგას და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
